Landmark

Landmark

ამ მშვენიერ ზამთრის საღამოს მინდა გაგიზიაროთ ჩემი მეგობრების მუსიკალური შემოქმედება და გაგათბოთ ლამაზი სიმღერებით.

-LANDMARK-


ქართული Indie, Post Punk, Shoegaze ბენდი.

Continue reading

Advertisements

გაზაფხულის წვიმა

რომ მოვრჩი დღეს ჩემს საქმეებს გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა სახლისკენ, იმდენად სასიამოვნო ამინდი იყო… სიგრილე, წვიმა, მუსიკა და სიმშვიდე რომელიც საოცრად მავსებს.

გზაში მივდიოდი და თან ვფიქრობდი ბევრ რამეზე, თითქოს დღიურს ვწერდი )))) რამხელა რაღაცას ნიშნავს ადამიანისთვის სიმშვიდე, როცა გაწონასწორებული ხარ და არაფერი გაღელვებს, თითქოს რაღაცა ბალანსი გაქვს ნაპოვნი. ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ცხოვრებაში მივაღწიო ამ მუდმივ შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას. ადამიანი იმდენად სრულყოფილი არსებაა, რომ მას არ სჭირდება არავინ და არაფერი გარდა თავის წარმოსახვისა. შენ ქმნი შენს რეალობას, მე მჯერა ამის. კი, რა თქმა უნდა,  უმეტესწილად ჩვენ ვექცევით გარემოების გავლენის ქვეშ მარა მხოლოდ მაშინ, როცა ეს შინაგანი სიმშვიდე და ბალანსი არ გვაქვს.

დღეს ფეხით რომ წამოვედი ძალაუნებურად გამიჩნდა კითხვა – რატომ არ წავედი ტრანსპორტით?! არ გავაჩერე მარშრუტკა ან თუნდაც ტაქსი. ავტობუსზე ზედმეტია საუბარი იმიტომ, რომ ადამიანებით გამოტენილ სივრცეს ვერ ვიტან. Continue reading