ინტერვიუ ირასთან

დიდი ხანია ეს პოსტი უნდა დამეწერა და სამწუხაროდ ვერაფრით ვერ მოვიცალე სამაგისოდ.

ახალი პოსტების ციკლს ვიწყებ, რომელშიც გაგაცნობთ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უბრალოდ საინტერესო ადამიანებს.

დღეს გაგაცნობთ ჩემს მეგობარს, და საინტერესო ადამიანს. ძალიან დადებითი პიროვნება, ნიჭიერი და თავის საქმის ფანატიკურად მოყვარული. მე ვთხოვე ირას თავად დაეწერა საკუთარი თავის შესახებ.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აქ წარდგენილი ფოტოები გადავიღეთ რათა საგაზაფხულო განწყობა შეგვექმნა თქვენთვის. ფოტოებში გამოყენებულია მაღაზია River Island-ის ტანსაცმელი და ასევე ბევრი საყვარელი რამ ირას პირადი კოლექციიდან.

“ირინა ანდრეევა, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის სახელი – ირინკა, ირა, ირკა-ში ვარირებს 😀 ფოტოგრაფს საკუთარ თავს ვერ დავარქმევ, მხოლოდ იმის გამო, რომ თეატრალურში ფოტოგრაფია დავამთავრე, თუმცა ძალიან მიყვარს, საკუთარი ბლოგის წამოწყებისას კი ფოტოკამერის წინ გადავინაცვლე და ეს როლი სიამოვნებით მოვირგე. მაღაზია River Island-ში კი ვიზუალურ მერჩენდაიზერად ვმუშაობ.

ცხოვრებაში სწრაფად ვცვლი ინტერესებს, ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ეს ცუდია და მეც მასე ვფიქრობდი, სანამ არ მივხვდი, რომ ამ ინტერესების გაერთიანება შეიძლება და ერთ ქვაბში მოხარშული სულ სხვა გემოს იღებს! – საკუთარი მეს! რომელიც, მინდა განსხვავებული და ინდივიდუალური იყოს, მეც ასე, ვხარშავ, ვხარშავ და ვამატებ სხვადასხვა ინგრედიენტებს.

ჩემი დილა ადგომამდე ორი საათით ადრე იწყება, როდესაც მაღვიძარა მაღვიძებს და ძილს ტანჯვით ველევი, გამოფხიზლება – ძილის ჭიდილში, დროს ვპოულობ იმ კითხვისათვის, რაც ალბათ ყველა ქალს აწუხებს “რა ჩავიცვა?” ყველაფერი სასურველი ფეხსაცმლით იწყება, ამას ეწყობა დანარჩენი სამოსიც, წარმოსახვაში ათასჯერ იცვლება და როდესაც საბოლოოდ წარმოვიდგენ სურათს – ვდგები! ჩაცმისას თითქმის არასოდეს ვიცვლი მიღებულ გადაწყვეტილებას. შემდეგ სამსახური, სადაც მანეკენებს ჩემს გოგოებს ვეძახი და ვიტრინაში ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს.

თავისუფალი დრო ძირითადად ღამის საათებზე ნაწილდება, რომელიც ბლოგს, ფოფტოგრაფიას და მეგობრებს ეძღვნება, თუმცა ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, გადაკარგვა მჩვევია და მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ 🙂 ჩემს ერთ-ერთ ცუდ ჩვევად გეგმის არქონას მივიჩნევ, ყველაფერს დაუგეგმავად ვაკეთებ და ზოგჯერ ეს ფაქტი ხელს მიშლის. ბოლო დროს სოციალური ქსელების მანია დამჩემდა, ყველაფერს ვაზიარებ – რას ვსვამ, რა მაცვია, რას ვუყურებ და ა.შ.

კიდევ ახლის სწავლის სურვილი მაქვს, მინდა ბევრი ვიმოგზაურო და ბევრი რამ ვნახო და შთაბეჭდილებები ბლოგზე გადავიტანო, მხოლოდ სამოსი არაა ჩემი ცხოვრრების აზრი, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, ბევრს ვფიქრობ მასზე – იგი ჩემს პიროვნებას უნდა გამოხატავდეს, მინდა გაუჩერებლად სულ ამ “მინდას” ასრულებას ვცდილობდე, რადგან ზუსტად სურვილებისაკენ სწრაფვით შედგება ჩვენი ცხოვრებაც!

ცხოვრებაში ბევრი სურვილი ამიხდა და დავიჯერე, რომ თუ რაღაც მთელი გულით მოინდომე აუცილებლად ასრულდება! და იმასაც მივხვდი, რასაც ვიმსახურებთ იმას ყოველთვის მივაღწევთ.”


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირინკა ანდრეევას ამ ინტერვიუსთვის, მაღაზია River Island-ს ამ ტანსაცმლისთვის და აქსესუარებისთვის და ასევე cafe Flowers-ს ლამაზი ინტერიერისთვის.

ირინკას ბლოგი : Fefe.ge  – ყველაფერი მოდაზე და არა მხოლოდ

Advertisements

3 thoughts on “ინტერვიუ ირასთან

  1. მაპატიეთ, ალბათ მატრაკვეცობაში ჩამომართმევთ, მაგრამ უნდა შეგისწოროთ, მადლობის მოხდა არასწორია, მადლობა უნდა გადაუხადოთ ან მოახსენოთ, ხოლოდ ბოდიში მოუხადოთ. ალბათ ჩემს კომპეტენტურობას არ ენდობით, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერ ფილოლოგთან:).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s