გაზაფხულის წვიმა

რომ მოვრჩი დღეს ჩემს საქმეებს გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა სახლისკენ, იმდენად სასიამოვნო ამინდი იყო… სიგრილე, წვიმა, მუსიკა და სიმშვიდე რომელიც საოცრად მავსებს.

გზაში მივდიოდი და თან ვფიქრობდი ბევრ რამეზე, თითქოს დღიურს ვწერდი )))) რამხელა რაღაცას ნიშნავს ადამიანისთვის სიმშვიდე, როცა გაწონასწორებული ხარ და არაფერი გაღელვებს, თითქოს რაღაცა ბალანსი გაქვს ნაპოვნი. ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ცხოვრებაში მივაღწიო ამ მუდმივ შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას. ადამიანი იმდენად სრულყოფილი არსებაა, რომ მას არ სჭირდება არავინ და არაფერი გარდა თავის წარმოსახვისა. შენ ქმნი შენს რეალობას, მე მჯერა ამის. კი, რა თქმა უნდა,  უმეტესწილად ჩვენ ვექცევით გარემოების გავლენის ქვეშ მარა მხოლოდ მაშინ, როცა ეს შინაგანი სიმშვიდე და ბალანსი არ გვაქვს.

დღეს ფეხით რომ წამოვედი ძალაუნებურად გამიჩნდა კითხვა – რატომ არ წავედი ტრანსპორტით?! არ გავაჩერე მარშრუტკა ან თუნდაც ტაქსი. ავტობუსზე ზედმეტია საუბარი იმიტომ, რომ ადამიანებით გამოტენილ სივრცეს ვერ ვიტან. მოკლედ პასუხი თავისით გაჩნდა ჩემს ჭკვიან თავში 😀 – უბრალოდ იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს რომ ბევრი სივრცე მჭირდებოდა გარშემო, და სიცარიელე, რა თქმა უნდა, რომ მთელი ჩემი აზრებისთვის და ფიქრებისთვის, ემოციებისთვის საკმარისი ადგილი დარჩენილიყო. თითქოს გავიშალე ამ სივრცეში და ჰაერში გავაზავე ჩემი “მე”.ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. ალბათ ეს არის ერთ-ერთი გამოვლინებია იმისა, რასაც მედიტაციას უწოდებენ. იოგაზე სულ გვიმეორებს ხოლმე ჩვენი ინსტრუქტორი რომ მედიტაცია არ არის “სადღაც გაფრენა”, ეს არის რეალობა, ეს წუთი და წამი – რომელიც უნდა გაათვითცნობიერო და რომლის ნაწილიც უნდა გახდე, იყო “აქ და ამ წუთას” და სრულიად ჩაეფლო იმ საქმეში, რასაც აკეთებ ამ წუთას. არასდროს მეგონა რომ ასეთი საინტერესო იქნებოდა ეს პროცესი ) ყველაზე ნაყოფიერია ასეთი ცხოვრება.

მინდა დავუბრუნდე სიმშვიდის თემას – ერთ-ერთი ჩემი ოცნება არის მინიმუმ ერთი კვირით წავიდე სადმე ბუნებაში, სადაც სიცყნარე იქნება და ზედმეტი არავინ და არაფერი არ იქნება და ამ დროის განმავლობაში უბრალოდ გავჩუმდე ) არც ერთი სიტყვა რა ვთქვა. ეს იქნება ალბათ უბედნიერესი დრო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრს ვლაპარაკობ – ლაპარაკი არ მიყვარს. პარადოქსია მაგრამ ასეა. კარგი იქნებოდა რომ ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლოს ზოგ ადამიანს – ვისაც მე მოვისურვებ რა თქმა უნდა )))

სეირნობისას გაწვიმდა. ასფალტზე რომ ვიყურებოდი ისე ლამაზად აჩრელდა უცბათ – ცვიმისგან. წინწკლებით დაიფარა ქვაფენილი ელბაქიძეზედა მშვენიერი ფაქტურა გამოჩნდა. მიყვარს ასეთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ წვრილმანებზე აქცენტის გაკეთება – რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტი სილამაზე ზუსტად იმაშია – რასაც ყოველდღე ხედავ და თვალი გაქვს შეჩვეული. კარგი იქნებოდა ცოტა უფრო ხშირად გამხსენებოდა ეს. ცხოვრება მშვენიერია და ძალიან მოკლე დროში უნდა მოასწრო მისი გემოს გასინჯვა და დატკბობა იმუბრალოდ ყოველდღიური წვრილმანებით, რაც მერე ყველაზე მეტად მოგენატრება)

ერტი 15 წუთის წინ ველაპარაკებოდი ზუსტად ამ თემაზე ჩემს მეგობარს, მივხვდი რომ მინდოდა ეს არა მარტო მასთან გამეზიარებინა. ვკითხე, თუ იცის რატიომ სვავს ადამიანი ზოგდად კითხვას ან რა საჭიროა კითხვის დასმა. და შედეგნაირად ვუპასუხე, გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ რაც უფრო მეტ კითხვას სვავ – უფრო მეტად ვიტარდები, მეტ ინფორმაციას ღებულობ, მეტ სიმკვეთრეს მატებ შენს აბსტრაქტულ წარმოდგენებს. სწორად დასმული შეკითხვა ყოველთვის სცორი ინფორმაციის მომცემია. ვინც რა სვავს შეკითხვას – ის ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება. ყველაზე საინტერესოა საკუთარ თავს როცა უსვავ შეკითხვას. ფსიქოლოგების ყველაზე საყვარელი შეკიტხვაა – რა გინდა შენ ? )))) ჩემი გამოცდილებიდან – ყველაზე რთულია ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მიუხედავად იმისა ორმ თითქოს ყველაზე კარგად ვიცით ზუსტად ის, რაც გვინდა ))) ამ დროს არაფერიც არ ვიცით 😛 ან ვიცით და არ გვინდა აღიარება ) როცა რაიმე რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ და ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, ყოველთვის ვსვავ ამ კითხვას – რა მინდა მე, და საკმარისია გულახდილი პასუხი გავცე – პრობლემა გადაჭრილია ) ასე რომ ტყუილად კი არაა ნათქვამი – ცხოვრება მარტივია ძალიან, მთავარია მარტივად შეხედო )

ასეთი განწყობა დამიტოვა დღევანდელმა დღემ და ასეთი აზრები დაბადა ჩემში )

პ.ს. აქ დავდებ რამდენიმე ლინკს იმ სიმღერებზე, რამაც მე შემიქმნა ეს განწყობა )

Teardrop , Trouble , Cold Water , All I need , You , For you

Advertisements

2 thoughts on “გაზაფხულის წვიმა

  1. მმმ..დავმშვიდდი..
    [quote]სეირნობისას გაწვიმდა. ასფალტზე რომ ვიყურებოდი ისე ლამაზად აჩრელდა უცბათ – ცვიმისგან. წინწკლებით დაიფარა ქვაფენილი ელბაქიძეზედა მშვენიერი ფაქტურა გამოჩნდა. მიყვარს ასეთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ წვრილმანებზე აქცენტის გაკეთება – რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტი სილამაზე ზუსტად იმაშია – რასაც ყოველდღე ხედავ და თვალი გაქვს შეჩვეული.[/quote]
    ამ აზრში სრულიად გეთანხმები, ზოგჯერ ისეთ უმნიშვნელო რამეს დავინახავ და ისე განსაკუთრებულად მომეჩვენება, პირდაპირ გასაკვირია რატომ ვერ ვამჩნევდი აქამდე:)

  2. ეხლა ვნახე ეს პოსტი. 2 დღის წინ ვფიქრობდი ზუსტად რა უნდა ადამიანს? და კერძოდ, რა მინდა მე? და პასუხი მარტივი იყო, არა ფული, არა ბედნიერება, არა წარმატება: მინდა სიმშვიდე. უფრო ღრმად რომ წავედი ფიქრებში, მივხვდი, სიმშვიდე იმ ყველაფერი დანარჩენის იდეალური ბალანსია, ასე რომ სიმშვიდეშია ალბათ ყველაზე დიდი საიდუმლო და იმაში, როდესაც ყველაფერი გაქვს რომ მშვიდად იყო – ამ სიმშვიდის იდენტიფიცირებაში და ხელოვნურად საფიქრალ-სადარდებლის არ შექმნაში. 🙂 მომეწონა პოსტი ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s