ახლიდან )

ოხ რამდენი ხანია აქეთ არ შემოვსულვარ ) აი ეგრე ვიცი ხოლმე მალევე მობეზრება ყველაფრის ))) საშინელი თვისებაა მარა არ ვუარყოფ )))

რატომ შევარჩიეს ეს დასახელება ამ პოსტისთვის – იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება კვლავ ახლიდან იწყება , სხვადასხვა მიზეზების გამო … პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა ოცნების კოშკი რაც ავაშენე აქამდე “fake” გამოდგა ))) მგონი ბავშვობას სამუდამოდ გამოვემშვიდობე, რადგან საბოლოოდ მომეხსნა ვარდისფერი სათვალე – ყოველ შემთხვევაში მაგის იმედი მაქვს ))) ძალიან დიდი იმედი ) კიდევ ერთხელ მაგძნობინეს რომ დროა ფეხზე დავდგე და ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩემს ქმედებებზე და ნებისმიერ რამეზე რასაც ვაკეთებ და ვწყვეტ. რთულია თუმცა მეტად საინტერესო. მიუხედავად ყველა ნეგატიური განცდისა და უიმედო განწყობის, მე ვგრძნობ რომ ახალ ეტაპზე გადავედი, როგორც კომპიუტერულ თამაშებში ახალ დონეზე რომ გადადიხარ )) როცა მეკითხებია ნხოლმე მეგობრები ახლა – როგორ ხარო ?  – ერთი პასუხი მაქვს ყოველთვის – კარგად, სხვა არჩევანი არც მაქვს :)))) მართლა ასეა, მაინც უნდა ვიყო ბედნიერი, ცხოვრებით კმაყოფილი, მუდომ რაღაცის ძიებაში, შთაგონებული, მხიარული – თუ ეს დავკარგე მაშინ მე აღარ ვყოფილვარ )

რაც მთავარია დეპრესია ვერ მომერია ) და ამით ძაან ვამაყობ) ჩემი მეგობრების დამსახურებაა რა თქმა უნდა) სამსახყურიც ხელს მიწყობს  დრო აღარ მრჩება რაღაცა სისულელეებზე ფიქრის ) თან გაზაფხულია ახლა – ახალი იმედების და მიზნების დრო ) ამას როგორ გამოვტოვებ )))))

სადღაც ერთი კვირის წინ როცა ვიგრძენი რომ რაღაცაზე აუცილებლად უნდა გადამეტანა ყურადღება გადავწყვიტე წიგნის წაკითხვა, სამსახურში .. .და დილიტ გამოსვლის წინ რაც მომყვა ხელში ის გავიყოლე ) აღმოჩნდა პაოლო კოელიოს ალქაჯი პორტობელოდან ) ნამდვილად რა მოველოდი რომ ასეთი სახელწოდების მქონე წიგნში ამდენ აქტუალურ ჭეშმარიტებას წავაწყდებოდი) აი მაინც ინტუცია რა მაგარი რამეა – აბსოლუტურად დაუფიქრებლად გადმოვიღე ზუსტად ის წიგნი რაც მჩირდებოდა ) რაღაცა არსებობს ხო იცით :))))

ძალიან ბევრი აზრის მიტრიალებს ხოლმე თავში და სულ ვფიქრობ რამდენად საჭიროა ამ ყველაფრის აქ გამოტანა ? ) მაგრამ ნაწილობრივ მაინც ვფიქრობ რომ საინტერესოა, რადგან ესეც საკუტარი თავის ძიების პროცესია, შენი დანიშნულების ამ სამყაროსთვის, და ბევრი სხვა საინტერესო რამის.

ცხოვრება მოძრაობაა – საკმარისია გაჩერდე მკვდარი ხარ 🙂

ამით დავასრულებ ალბატ ამ “მოკლე ჩართვა”-ს 🙂

ძილინებისა ყველას 🙂 ლამაზი სიზმრები გენახოთ :>

Advertisements

2 thoughts on “ახლიდან )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s