ცეცხლისფერი ვენერა

მოდელი : ნანკა
მზიანი დღე და ლამაზი ნანგრევები
ისიამოვნეთ🙂

ზაფხულის ზღაპრული საღამო გარდენიაში

მოდელი : ელინა 
@გარდენია შევარდნაძე
ციფრული + ფირი 35მმ + 6×6მმ

ფოტო გამოფენა “ღია ბარათები – Life in Postcards”

გეპატიჟებით “პატარა კაფე გალერეა”-ში  ნატა რომანოვსკაიას პერსონალურ ფოტო გამოფენაზე

ღია ბარათი“- პატარა, დადებითი ემოცია, აღბეჭდილი ფოტოს სახით ჩვენს მეხსიერებაში. ის ნათელი, პოზიტიური სხივია, რომელიც ყოველთვის გაგათბობს და ბედნიერებით გაჟღენთილ ღიმილს მოგფენს სახეზე”.
გამოფენაზე წარდგენილი ფოტოები არის “ღია ბარათები” ავტორის მეხსიერებიდან – სხვადასხვა ადგილები, ადამიანები…

გამოფენა გაყიდვა გაიმართება 24-30 ივნისის ჩათვლით, პატარა კაფე გალერეაში, ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) 15 ნომერში.

Small Café Gallery on Perovskaia invites you at a personal photo exhibition of Nata Romanovskaya

A Postcard” – small, positive emotion, kept like a picture in our memory. It’s a bright, positive light ray, which can always make you feel happy, cozy and warm. Light, this will bring your face a happy smile.
All photos at the exhibition are like “postcards” from the author’s memory – pictures of different people, different places etc.

The exhibition will be held at Small Café Gallery (Akhvlediani st. 15, former Perovskaya st.), from 24th till 30th of June. 

All photos are for sale.

Image

როგორც იქნა მოვაბი თავი, და ასე სპონტანური ფოტოგამოფენა დავგეგმე. გამიხარდებით ვინც მოხვალთ🙂 ველქომ ევრიბადი ^^

ინტერვიუ ირასთან

დიდი ხანია ეს პოსტი უნდა დამეწერა და სამწუხაროდ ვერაფრით ვერ მოვიცალე სამაგისოდ.

ახალი პოსტების ციკლს ვიწყებ, რომელშიც გაგაცნობთ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უბრალოდ საინტერესო ადამიანებს.

დღეს გაგაცნობთ ჩემს მეგობარს, და საინტერესო ადამიანს. ძალიან დადებითი პიროვნება, ნიჭიერი და თავის საქმის ფანატიკურად მოყვარული. მე ვთხოვე ირას თავად დაეწერა საკუთარი თავის შესახებ.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აქ წარდგენილი ფოტოები გადავიღეთ რათა საგაზაფხულო განწყობა შეგვექმნა თქვენთვის. ფოტოებში გამოყენებულია მაღაზია River Island-ის ტანსაცმელი და ასევე ბევრი საყვარელი რამ ირას პირადი კოლექციიდან. Continue reading